ნიკარაგუას გულში, ქალაქ მანაგუას სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, ზღვის დონიდან 635 მეტრის სიმაღლეზე, აღმართულია დიდებული მასაია, ვულკანი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შთააგონებდა და აშინებდა ადგილობრივებს. ეს ფარისებრი ვულკანი არა მხოლოდ ქვეყნის სიმბოლოა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია ცენტრალურ ამერიკაში, მდიდარი ისტორიით და მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინტერესით.
ინდიელები მასაიას ეძახიან ,,პოპოგატეპე'', რაც ,,ცეცხლის მთას" ნიშნავ, ხოლო ესპანელმა დამპყრობლებმა, რომლებმაც ვულკანი პირველად აღწერე 1524 წელს, გაოცებულებმა მისი ძალით, მეტსახელად ,,La Boca del Infierno" - ,,ჯოჯოხეთის ყელი" შეარქვეს და კრატერის კიდეზე ,,ბოროტი სულების’’ განდევნის მიზნით ხის დიდი ჯვარი აღმართეს.
ბოლო 50 წლის განმავლობაში ვულკან მასაიაზე მუდმივად ხდება ცალკეული აფეთქებები, რომლებსაც მოყვება მცირე რაოდენობით ორთქლისა და ვულკანური ფერფლის ამოტყორცნა. იყო რამდენიმე შემთხვევაც, როცა კრატერიდან ამოიტყორცნა 500 მეტრის მანძილზე 50-60 სმ დიამეტრის ქვებიც.
მასაიას ვულკანი არის მუდმივი შესწავლის ობიექტი. Deep Earth Carbon Degassing (DECADE) პროექტი მონიტორინგს უწევს მის აქტიურობას, რაც საშუალებას იძლევა უკეთესი პროგნოზირება მოახდინოს მომავალი ამოფრქვევის შესახებ.
ვულკანი მასაია არის პოპულარული ადგილი ტურისტებისთვის. 1979 წელს ვულკანის გარშემო შეიქმნა ეროვნული პარკი 5400 ჰექტარი ფართობით.
2020 წლის 4 მარტს, თოკზე მოსიარულე ნიკ ვალენდამ ვულკან მასაიაზე მოაწყო გაბედული ატრაქციონი. მან გაიარა გავარვარებული ლავით სავსე კრატერის თავზე გაჭიმულ ფოლადის ბაგირზე.
მასაიას ვულკანი არა მხოლოდ ბუნებრივი მოვლენაა, არამედ მრავალ ლეგენდის და მითის, პერსონაჟია.
მასაიას ვულკანის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლეგენდა დაკავშირებულია მის ადგილობრივ სახელთან ,,პოპოგატეპე". ლეგენდის თანახმად, ძველ ინდიელებს სჯეროდათ, რომ ვულკანის სიღრმეში ცხოვრობდა ძლიერი სული, რომელიც აკონტროლებდა ბუნების ცეცხლოვან ძალას. ეს სული დედამიწისა და ბუნების მფარველად ითვლებოდა. ინდიელები ამ სულს დასამშვიდებლად და ამოფრქვევის თავიდან ასაცილებლად მსხვერპლად პერიოდულად ახალგაზრდა გოგონებს სწირავდნენ. თუმცა, როდესაც ვულკანი კვლავ იწყებდა თავისი ძალის ჩვენებას, ინდიელებს სჯეროდათ, რომ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ადმიანები არ ინარჩუნებდნენ ჰარმონიას ბუნებასთან, არღვევდნენ წონასწორობას, რის გამოც ცეცხლის სული ბრაზდებოდა და იწვევდა ვულკანის ამოფრქვევას.
ასევე არსებობს ლეგენდები, რომლებიც გვიამბობენ, რომ მასაიას ვულკანი თავის ცეცხლოვან სიღრმეში წარსულის გამოძახილს ინახავს. ამბობენ, რომ უძველესი მეომრებისა და პატივსაცემი წინაპრების სულები ცხოვრობენ ვულკანის შიგნით, იცავენ მის საიდუმლოებებს და გავლენას ახდენენ მის ქცევაზე. ამოფრქვევები განიხილება, როგორც სულების ემოციების გამოვლინება, იქნება ეს სიბრაზე, სევდა თუ სიხარული, რომელიც ასახავს დედამიწის მღელვარე ისტორიას და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას.
ერთერთი ლეგენდის თანახმად ვულკანთან ახლოს ცხოვრობდა ორ მამაცი მეომარი, რომლებიც ერთმანეთს ეცილებოდნენ ვულკანით მოჯადოებული ბელადის ქალიშვილის სიყვარულში. მათ, ჯადოქრობის მოსახსნელად, კრატერის სიღრმიდან ცეცხლოვანი ყელსაბამი უნდა ამოეღოთ. ერთმა ვერ გაუძლო ჯოჯოხეთურ სიცხეს და სამუდამოდ კრატერში დარჩა. მეორემ კი, კეთილგანწყობილი სულების დახმარებით, მიაღწია წარმატებას, მოხსნა ჯადო ქალიშვილის და მოიპოვა მისი გულიც.
ეს ძველი ლეგენდები, რომლებიც დაკავშირებულია მასაიას ვულკანთან, არა მხოლოდ მატებს მას მისტიკურობას, არამედ ემსახურება ღრმა სულიერ კავშირს ნიკარაგუელ ხალხსა და ბუნებრივ გარემოს შორის. ისინი გვახსენებენ გარემოს პატივისცემისა და შენარჩუნების მნიშვნელობას და გვაწვდიან ინფორმაციას თაობიდან თაობას გადაცემული კულტურული შეხედულებებისა და ღირებულებების შესახებ. მასაიას ვულკანი, დღესაც, არა მხოლოდ გეოლოგიურ საოცრებაა, არამედ ნიკარაგუელი ხალხის შთაგონებისა და პატივისცემის წყაროა.
Комментариев нет:
Отправить комментарий