სორვაგვასტნის ტბა ანუ როგორც ადრე უწოდებდნენ ლეიტისვატნი არის ფარერის კუნძულების უდიდესი ტბა. იგი მდებარეობს ვოარის კუნძულის სამხრეთ ნაწილში და გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 6 კილომეტრზე, მაქსიმალური სიგანე 800 მეტრი, ტბის სიღრმე 59 მეტრი. ტბის ფართობია 3,56 კვადრატული კილომეტრი.


ტბიდან წყალი ციცაბო კლდეების გასწვრივ ოკეანეში ჩაედინება და ჰქმნის 32 მეტრიან ბესდეალაფოსურის ჩანჩქერს, რომლის დანახვა ხმელეთიდან ძნელია, რადგან ის სანაპიროს ციცაბო კლდეებში იმალება.
სორვაგვასტნის ტბა ოკეანესთან ძალიან ახლოს მდებარეობს, მისი ზედაპირი ზღვის დონიდან დაახლოებით 40 მეტრზეა. ტბა ორი მხრიდან გარშემორტყმულია მაღალი კლდეებით რომლებიც გარკვეული ადგილიდან ქმნიან ოპტიკურ ილუზიას და ტბის ზედაპირის დონე ბევრად უფრო მაღალი ჩანს ვიდრე ოკეანის დონე. სწორედ აქედან გაჩნდა მოგზაურთა შორის ტბის არაოფიციალური სახელწოდება ,,ტბა ოკეანეზე’’.



1.https://www.youtube.com/watch?v=5Dpqqf8rgBM
2.https://www.google.com/maps/@62.0213432,-7.2212925,3a,90y,38.36h,62.16t/data=!3m8!1e1!3m6!1sAF1QipP5KVwK5Nx7Wsl8D3B_AfWH7ZYHMlxijOIWIJ54!2e10!3e11!6shttps:%2F%2Flh5.googleusercontent.com%2Fp%2FAF1QipP5KVwK5Nx7Wsl8D3B_AfWH7ZYHMlxijOIWIJ54%3Dw203-h100-k-no-pi-0-ya22.099382-ro-0-fo100!7i8192!8i4096?entry=ttu